რეზონანსი
(02.09.2025)

12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 8 წლის თათულის და 15 წლის ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ პერიოდში მას და მის ქალიშვილებს გვერდით დაუდგნენ, მადლობას უხდის.

როგორც სოფიო „ფორტუნასთან“ საუბრობს, 8 თვის შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან, თუმცა ერთი თვის დავალიანება გადასახდელი აქვთ.

„მზის გოგონები.

სრულიად საქართველოს ყველა ემიგრანტს უდიდეს მადლობას გიხდით.

კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი დახმარება და თქვენი გვერდში დგომა, თუნდაც გადაზიარებით. 8 თვის შემდეგ უკვე ვბრუნდებით საქართველოში, მაგრამ გვრჩება ერთი თვის დავალიანება გადასახდელი.

ჯანდაცვიდან დღემდე ველოდებით ოპერაციების დაფინანსებას მაგრამ დღესაც არ გვაქვს პასუხი.

დიდი იმედი მაქვს თქვენი დიდსულოვნების“, – ამბობს სოფიო ხარშილაძე.

ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე