რეზონანსი
(03.09.2025)

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ალექს სტეფანია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

„ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა ამის დაწერა რომ მიწევს: კვირას, თავშესაფარში, სადაც ვმუშაობ, 24 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა. საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცხედარს, დაახლოებით, 1 კვირაში გადაასვენებენ.

ყველა თანამშრომლის სახელით ვუსამძიმრებთ ალექსის ოჯახს. მშვიდად განისვენე.

ოთახში, ლოგინში გარდაიცვალა გვიან ღამით. რისგან არის გამოწვეული, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი“, - წერს ემზარ კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე