რეზონანსი
(21.10.2025)

თეა სუბელიანი, სოციალურ ქსელში, ფოტოს ავრცელებს და წერს:
„ნახევარი საათის წინ მაგნიტში ჩემს თვალწინ ოთხი არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს. მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს, შამპანიურის ბოთლის თავში ჩარტყმა რომ დააპირა, შემოვარდნენ კაცები და ვერ აშველებდნენ, ის ბოთლი მოიქნია, ბოქსი მოაძრეს, წიხლებით შედგნენ კონსულტანტს. „მაგნიტი“ როგორ გყავთ დაცვის გარეშე მომსახურე პერსონალი, სიკვდილს არიან გადარჩენილები და ეხლა ვიგებ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. მაგ ბავშვების ადგილას (მოლარეს და კონსულტანტს ვგულისხმობ) გიჩივლებდით აუცილებლად! ცხადია პატრული გამოვიძახე და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან…" - დაწერა თეა სუბელიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


