რეზონანსი
(21.10.2025)

დიჯეი ლუკა იოსელიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში Tbilisi Open Air-ი ავრცელებს:

„ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო.

ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ. ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“, - წერია სამძიმრის წერილში.  ახალგაზრდა დიჯეის გარდაცვალების მიზეზს ბევრი კითხულობს, მაგრამ არ დასახელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე