რეზონანსი
(22.10.2025)

25 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილი ქ.7) მოეწყობა ემიგრანტი ქალის, პოეტის, მწერლისა და მხატვრის - ელენე ლოლაძის წიგნის - „მზის ძებნაში გალეული გზა" პრეზენტაცია.

წიგნში შესულია ამავე სახელწოდების პატარა რომანი და ლექსები. რომანში გელოდებათ მოგზაურობა სამყაროში, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის, სადაც ყოფიერების ტკივილიცაა და მისი დაძლევის გზებიც. პოეზია კი ავტორის ემოციებს და განწყობებს ცხოვრებაზე, ფილოსოფიურად გადმოგვცემს.

ვფიქრობთ აღნიშნული წიგნი გულგრილს არავის დატოვებს და ამიტომ ავტორი ყველას გეპატიჟებათ მის პრეზენტაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



