
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. გლდანში, მეშვიდე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.ვსანდრო ბერიძე თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი იყო. ბაღის ადმინისტრაციამ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
უბედური შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
"შემთხვევით შევესწარი ამ საშინელ ტრაგედიას. მეზობელი არ ვარ, უბრალოდ იქ აღმოვჩნდი იმ დროს და საშინელება ტრიალებდა. სასწრაფო მოსული იყო და ექიმები ეხვივნენ გარს და მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ ბავშვი ადგილზე იყო გარდაცვლილი. არ ვიცი გონებიდან ალბათ არასოდეს ამოვა ეს უმძიმესი კადრები. ნეტავი საკუთარი თვალით არ დამენახა, როგორ იწვა ბეტონზე ბავშვი. მთელი ცხოვრება ალბათ თვალწინ მექნება ეს ტრაგედია.
დეტალები არ ვიცი, რა და როგორ მოხდა. სავარაუდოდ აივნიდან გადმოვარდა პატარა. უფალმა გაძლება მისცეს ოჯახს" - ჰყვება ერთ ერთი მოქალაქე, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა.
"არ ვიცი როგორ უნდა გაუძლოს ოჯახმა ამ ტკივილს. ჩვენ სოფელში ვართ მეზობლები. აჭარლები არიან. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით, ხომ იცით ასეთ დროს ყველაფერი წამებში ხდება. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. გამძლეობა ნატოს და ყველა ოჯახის წევრს. დიდი უბედურება ტრიალებს" - განუცხადა "ამბებს" ერთ-ერთი ადგილობრივი.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


