
თუ კაცი ელოდება, რომ მასთან მივლენ, რატომ შეინახავდა ფულს სახლში და თავს რატომ დააჭერინებდა? - კითხულობს პოლიტოლოგი იგორ იკვესელავა ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო აგორებულ საქმეზე. მან ასევე საპროტსტო აქციების პერქსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მუხტი არ ჩაქრება.
იგორ კვესელავა: ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ჰარი-ჰარალოზე მოქმედებდა და არც იმოქმედებდა. მას საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა საქართველოში. ვიცი, რომ ის ბიზნესს ეწეოდა. თქვენ ძალიან იშვიათ შემთხვევებს დამისახლებთ, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებული არ არის. ქვეყანაში არ არსებობს პერსონალური პასუხისმგებლობა. ეს მოდის არა მხოლოდ ბიძინას პერიოდიდან, არამედ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან.
ეს კაცი პრემიერი იყო და მას გარკვეული იმუნიტეტები იცავს. როგორც კი საბოლოოდ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, ან მთავრობა შეიცვლება, იმ წუთში დაიჭერენ. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს. ამ ეტაპზე ბიძინას თავისი გათვლა აქვს. მას მაშინ დაიჭერენ, როცა უნდათ. ახლა ღარიბაშვილი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქონება ჰქონდა, ვინაიდან საკმაოდ ძლიერი გავლენიდან არის. საოცარი არ არის? თუ კაცი ელოდება, რომ მასთან მივლენ, რატომ შეინახავდა ფულს სახლში და თავს რატომ დააჭერინებდა? მოიცა, ახლობელთან ან სადმე ვერ დამალავდა? მეორეს მხრივ, შეიძლება არც ელოდა, რადგან იმდენი რამე იცის, მისი ალაპარაკება არავის აწყობდა. ციხეში თუ გაუშვეს, ყველაფერს იტყვის. ამიტომ „ოცნების" წრეებში მოილაპარაკეს, რომ მიეცათ საშუალება, ელაპარაკა. ჩემი აზრით, შეიძლება ღარიბაშვილს გირაო დაეკისროს. ეს არის გარიგება დუმილის სანაცვლოდ. რამდენიმე დღეში ალბათ ყველაფერს გავიგებთ. ახლა ღარიბაშვილის საქმეს ივანიშვილი წყვეტს."
იგორ კვესელავამ ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოსვლები ჯერჯერობით გაგრძელდება.
„იყო დრო, როცა მეც ვიდექი იმ მხარეს, როცა რევოლუცია უნდა მომხდარიყო. ახლა რომ ვაკვირდები, რაღაც ასეთი ხდება დღესაც. რა თქმა უნდა, იგივე არაა, მაგრამ ამის დასაწყისი არის. ალი ანთებულია და ასეთ დროს, ის უნდა გადაიქცეს ხანძრად, ან ჩაქრეს. ამ რეჟიმიდან გამოსვოლა, მითუმეტეს, რომ დასავლეთიდან რაც რექაციებია, ძალიან რთულია. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაცვის მდგომარერობაში არიან - ხალხისგან, საერთაშორისო საზოგადოებისგან. როცა ამის რესურსი იქნება, ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი დგება. ჯერჯერობით, „ქართული ოცნება" ჩამოშლილი არ არის, მაგრამ ამის ტენდენციებს ვხედავ. ასე რომ, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვვილის გემი არ დაცლილა, მაგრამ მისი წევრები გამოსულები არიან, ზღვას უყურებენ და ფიქრობენ, გადახტნენ თუ არა.
ხელისუფლების წარმომადგენლები იძახიან, რომ 50 კაცზე მეტი არ არის აქციაზე, რაც სამარცხვინოა. აქციები ამ ეტაპზე გაგრძელდება, რადგან რუსთაველის გამზირის პროტესტი სულ სხვაა, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენლებს თავიანთი მიმართულება აქვთ. რადგან ითქვა, რომ 50 კაცზე მეტი არ დგასო, შეიძლება ხვალიდან 60, ან მეტიც გავიდეს. ჯერ ისიც საინტერესოა, 50 საიდან განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, კობახიძის ეს განცხადება მე არასერიოზულად მივიჩნიე.
ეს დაპატიმრებები უნდა შეჩერდეს. შევარდნაძემაც კი შეაჩერა, სადამდე უნდა გაგრძელდეს? ოპოზიციის ხელმძღვანელები ისე შეეჩვივნენ იქ სხდომას, რომ გამოსვლაც აღარ უნდათ. ციხეებში ჯერჯერობით ადგილები ყოფილა, მაგრამ გადაივსება მალე, თუ ასე გაგრძელდა," - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



