რეზონანსი
(27.10.2025)

სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.

მის შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრები წერენ:

„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო - ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.

ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის - გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.

ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, - წერს

მეგობარი.

24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი

დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებული ბაჩო ლასარეიშვილი - ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე