რეზონანსი
(01.11.2025)

დღეს სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხის მა­მაა, მაგ­რამ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, რო­გორც თა­ვად აღი­ა­რებს, ნამ­დვი­ლი "ლო­ვე­ლა­სი" იყო. არ­ტისტს ვერც კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის არ­სე­ბო­ბა აჩე­რებ­და - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ნინო უჩა­ნე­იშ­ვილს სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში შეხ­ვდა. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ერთი შე­ხედ­ვით, მყარ ოჯა­ხად გა­და­იქ­ცა. მათ ქორ­წი­ნე­ბა­ში ვაჟი, ლე­ვა­ნი და­ი­ბა­და, ხოლო ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქმის 20 წელი გაგ­რძელ­და.

თუმ­ცა, იდი­ლია სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის რო­მა­ნებ­მა და­ან­გრია. პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, მომ­ღე­რალს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არ აკ­ლდა და ვარ­სკვლა­ვი სულ უფრო ხში­რად ივი­წყებ­და კა­ნო­ნი­ერ მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც მას შვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ელო­დე­ბო­და, სა­ნამ ის მოს­კოვ­ში კა­რი­ე­რას იწყობ­და.

"სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა... ძა­ლი­ან ბევ­რი ცდუ­ნე­ბა იყო. ეს მთლი­ა­ნად ჩემი ბრა­ლი იყო. მე არა­სო­დეს ვამ­ბობ­დი უარს. ორი სი­ტყვა მის­თვის - მად­ლო­ბა და მა­პა­ტიე. ყო­ველ­დღე მად­ლი­ე­რი ვარ ნი­ნო­სი და ყო­ველ­დღე შე­მიძ­ლია ვუ­თხრა: „მა­პა­ტიე“, - გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს სოსო სვეტ­ლა­ნა ბონ­და­ჩუკ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ღა­ლა­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლეს. არ­ტის­ტი დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს მას­თან კავ­შირს და ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად მი­იჩ­ნევს.

"ვურ­თი­ერ­თობ თუ არა მას­თან? რა თქმა უნდა! ის ჩვე­ნი მგე­ლია. მოს­კოვ­ში როცა ჩა­მო­დის, ყო­ველ­თვის ჩვენ­თან რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, პან­დე­მია ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. ჩვენ ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ. ლე­ვა­ნიც თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იყო. ირას (ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლის) ძმა და­ნი­აც ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და. ისიც ჩემი შვი­ლი­ვი­თაა. მთა­ვა­რია - ქა­ლის სიბ­რძნე. ეს არის, რა­ზეც სამ­ყა­რო დგას. ნინო არ გა­თხო­ვი­ლა. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ის და ირა თბი­ლად ეპყრო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა“, - ამ­ბობს 61 წლის პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად მომ­ღე­რა­ლი ბედ­ნი­ე­რია ქორ­წი­ნე­ბა­შია ირი­ნა პა­ტა­ლახ­თან, რო­მე­ლიც მას­ზე 17 წლით უმ­ცრო­სია. სო­სომ ის მა­შინ გა­იც­ნო, როცა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. "მე და­ვე­ლო­დე ჩემს სა­ათს, რო­გორც მტა­ცე­ბე­ლი“, - იხ­სე­ნებ­და ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყარო: ambebi.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე