რეზონანსი
(02.11.2025)

ბათუმი, 31 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზურა ჩხაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ადგილზე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ვიდეოკადრებიც ვრცელდება.

"ჩემი მეზობელი იყო, 22 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა. დაიმსო ოჯახი. ერთი ბიჭი ჰყავდა, რა ოჯახის შვილი იყავი ზურიკო...

უკრაინელი გოგო დაეჯახა. მეც იქ ვიყავი და როგორც იქ თქვეს, მანქანის მძღოლის ბრალი იყო...

ძალიან სამწუხაროა, ვუსამძირებ ოჯახს.. მეც შევესწარი მაგ ავარიას. ძალიან ძლიერი შეჯახება იყო. როგორც ჩანდა...

მეც შევესწარი, პოლიციელს ვკითხე, მძიმედააო თქვა! რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდის ასე დაღუპვა. ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა...

საშინელებაა, ის რაც მოხდა!! ისეთი, ადგილია შუქნიშანიც კი არ არის!! გიჟებივით დადიან, გზასაც კი არ გითმობენ! უკვე მერამდენე ახალგაზრდა დაიღუპა. ვუთანგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს!" - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

შემთხვევას სოციალურ ქსელში დაღუპულის საცოლეც გამოეხმაურა:

"კი, 22 ნოემბერს უნდა ყოფილიყო ჩვენი ქორწილი, მაგრამ არ დაგვცალდა...

ჩემო თბილო და ტკბილო ზურა, ეს რა გვიქნეს, როგორ დამტოვეს უშენოდ. ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, როგორი ტკბილი იყავი და როგორი მწარე გახდი, ჩემო სიყვარულოო რატომ მიმატოვე ასე..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე