რეზონანსი
(02.11.2025)

29 ოქ­ტომ­ბერს, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძველ ანა­გა­ში 43 წლის ზურა ზუ­რაშ­ვილმა ყო­ფილ ცოლ­სა და მის მე­გო­ბარ მა­მა­კაცს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლა. 47 წლის კაცი, თე­მურ (დე­მურ) ღვე­დაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ქალი, ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი კი ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მოკ­ლულს ამ ოჯახ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ. მოკ­ლუ­ლი ღვე­დაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გა­მო­სუ­ლი იყო. 

არა­ვინ მა­ლავს იმა­საც, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლს და მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ამის შე­სა­ხებ იცო­და ოჯა­ხის წევ­რებ­მაც. ამას გვი­დას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის და დაჭ­რი­ლი ქა­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა ზუ­რაშ­ვი­ლი. მას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე აქამ­დე. ის ამ­ბობს, რომ მა­მის მხა­რე­საა.

„პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მამა არ­სად გაქ­ცე­უ­ლა, ის წა­ვი­და სახ­ლში, და­უ­რე­კა თა­ვის ნაც­ნობ პო­ლი­ცი­ელს, უთხრა, რომ კაცი ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი და სახ­ლში ელო­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ის მის­ვლას, ჩა­ბარ­და. 

ჩემი მშობ­ლე­ბი 2023 წელს და­შორ­დნენ. ერთი ორი წე­ლია, რაც და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი დედა იყო. მამა სთხოვ­და დე­დას შე­რი­გე­ბას. ისი­ნი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი და­ქორ­წინ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ, 25 წელი იყ­ვნენ ცოლ-ქმა­რი. მა­მას უყ­ვარ­და და შე­რი­გე­ბა სურ­და. თუმ­ცა დედა იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც უბ­რა­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ იყო. მე 24 წლის ვარ და მე პი­რა­დად არა­სო­დეს შევ­სწრე­ბი­ვარ ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას და ძა­ლა­დო­ბას სახ­ლში. ჩვენ­თან პო­ლი­ცია ამ თე­მა­ზე, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, არა­სო­დეს მო­სუ­ლა ჩვენ­თან. თუმ­ცა დედ-მა­მას ზოგ­ჯერ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ზოგ­ჯერ და­ძა­ბუ­ლი. უნ­დო­დათ გა­შო­რე­ბა, უფრო დე­დას უნ­დო­და გა­შო­რე­ბა, დე­დას სხვა უყ­ვარ­და, ის კაცი, რო­მე­ლიც მა­მამ მოკ­ლა და ამი­ტომ და­შორ­და.

ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა სო­ფელ­მა იცის. დიახ, მოკ­ლუ­ლი მა­მას მე­გო­ბა­რი იყო, შემ­დეგ უკვე ჩემი ძმის ნათ­ლია. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ოჯა­ხებს შო­რის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად დე­და­ჩემს გრძნო­ბე­ბი გა­უჩ­ნდა მის მი­მართ. ეს დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და თუ არა რა ვიცი. მამა ვერ ხვდე­ბო­და ამას, იმ­დე­ნად ენ­დო­ბო­და ცოლს მა­მას მხრი­დან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა. თვი­თონ არ არის ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ ასე­თი რამე ეკად­რე­ბი­ნა მა­მას და შე­სა­ბა­მი­სად ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, ცო­ლის ღა­ლატს მი­თუ­მე­ტეს ძმა­კაც­თან. ეჭ­ვი­ა­ნო­ბას გა­მოვ­რი­ცხავ, დედა რომ წა­ვი­და სახ­ლი­დან მა­მამ მა­შინ არ იცო­და ამის მი­ზე­ზი. დე­დის სურ­ვი­ლი იყო და წა­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან, მა­მას ხელი გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თის­თვის არ მო­უ­წე­რია, ახლა ამ ამ­ბის შემ­დეგ, ორი დღის წინ გა­ვი­გე, თურ­მე იმ კაც­თან დე­და­ჩემს ხელი აქვს მო­წე­რი­ლი. ეს რო­გორ მოხ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, რო­გორც ჩანს, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნეს და მა­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე მოხ­და ეს. მა­მამ არ იცო­და, მეც არ ვი­ცო­დი და ახ­ლა­ხან გა­ვი­გე.

იმ კაც­საც ჰყავს ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, ისიც და­შორ­და ცოლშვილს და გა­ყა­რა ისი­ნი სახ­ლი­დან დე­და­ჩე­მის გამო. მოკ­ლედ ორი წლის წინ დედა წა­ვი­და სახ­ლი­დან და წა­ვი­და მშობ­ლე­ბის სახ­ლში, მაგ­რამ იქ რომ გა­ი­გეს მი­ზე­ზი, გარ­დაც­ვლილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, დედა გა­აგ­დეს სახ­ლი­დან, არ მი­ი­ღეს, ამი­ტომ წა­ვი­და დე­და­ჩე­მი თა­ვის ნა­თე­სავ­თან. მერე იმ კაც­მაც გა­აგ­დო სახ­ლი­დან ცოლი და სამი შვი­ლი, რად­გან ეს შე­უყ­ვარ­და, იმა­ნაც და­ან­გრია ოჯა­ხი. დე­და­ჩე­მის სახ­ლი­დან წას­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე ეს კაცი და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში იჯდა. ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცი­ხე­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის. ამ მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით სამი-ოთხი დღის გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან, სა­დღაც ორი წელი იჯდა, ანუ დედა მა­მას რომ და­შორ­და, მა­ლე­ვე და­ი­ჭი­რეს, სა­ნამ და­ი­ჭერ­დნენ, მა­ნამ­დეც ემუქ­რე­ბო­და მა­მას, მე­სენ­ჯე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით უგ­ზავ­ნი­და ვო­ი­სებს, უბ­რა­ლოდ მა­მას მა­შინ ის იმის ღირ­სა­დაც არ ჩა­უთ­ვლია, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცა. 

დღემ­დე არის შე­ნა­ხუ­ლი ეს ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი და პო­ლი­ცი­ას აქვს უკვე ეს ინ­ფორ­მა­ცია, ამო­ღე­ბუ­ლია, მერე ცი­ხი­და­ნაც ურე­კავ­და და ემუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით, რომ არ გა­ა­ხა­რებ­და, არ აცო­ცხლებ­და, მის ოჯახს შა­ვებს ჩა­აც­მევ­და.

მა­მა­ჩემი იმ­დე­ნად შე­შა­ლეს, აი­ძუ­ლეს და მი­იყ­ვა­ნეს ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. მერე მა­მას მე არ შევ­ხვედ­რილ­ვარ და მეტი არა­ფე­რი ვიცი მომ­ხდარ­ზე.

ამ­ბო­ბენ, რომ მა­მა­ჩე­მი არის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, მინ­და და­ი­წე­როს, რა­ტომ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, მას არც კაცი მო­უკ­ლავს და არც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­უ­დე­ნია. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა, პირ­ველ ხაზ­ზე იბ­რძო­და. ომი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ხუთი ტყვია უპო­ვეს სახ­ლში. არც კი ახ­სოვ­და, რომ ჰქონ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი დაბ­რუნ­დე­ბო­და იმ ომი­დან, სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა შვი­ლიც არ ახ­სოვ­და და შე­სა­ბა­მი­სად ის ხუთი ტყვია მი­თუ­მე­ტეს არ ემახ­სოვ­რე­ბო­და. ია­ტა­კის ქვეშ იყო გა­და­ვარ­დნი­ლი და იქ იპო­ვეს, ამის გამო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ. ცი­ხე­ში არც მჯდა­რა. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია. მე მირ­ჩევ­ნია მა­მა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი იყოს და ცი­ხე­ში, ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო შე­იძ­ლე­ბა მა­მა­ჩე­მი მო­ეკ­ლათ. რა თქმა უნდა, დე­დის გამო მე ვწუხ­ვარ, დედა მიყ­ვარს, ის დე­და­ჩე­მია, დე­და­ზე ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი მა­მას ემუქ­რე­ბო­და", - განუცხადა "ამბებს" ანა ზუ­რაშ­ვი­ლმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე