მარიამ ვეკუა
(02.11.2025)

ყოფილი პრემიერ ირაკლი გახარიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მისი დაკავება გამორიცხული არ არის. პრემიერი ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მიმართ ბრალდებები და კითხვები კვლავ არსებობს. ხოლო ექსპერტების შეფასებით კი, მისი დაბრუნება ჩორჩანას საქმეზე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

გახარიას გუნდში პარტიის დამფუძნებლის საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან საზღვარგარეთ იმყოფება, ძირითადად გერმანიაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ბინადრობის ნებართვაც მიიღო.

გახარიამ საქართველო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოცხადებაზე. თავად ის კომისიის წინაშე ოჯერ წარსდგა. აქედან მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნის დროს, ონლაინ რეჟიმში.

ერთი კვირის წინ ექსპრემიერის პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" შეწყვიტა ბოიკოტის რეჟიმი - მისი 12 დეპუტატი პარლამენტში შევიდა და სხვადასხვა რეგიონალურ საკრებულოებში პარტიის წარმომადგენლებმა ასევე განაახლეს მუშაობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „გახარია საქართველოსთვის" სწორედ ამის წყალობით გადაურჩა საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრას, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობა 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. თმცა, უშალოდ გიორგი გახარიასადმი ხელისუფლების მიდგომა არ შეცვლილა.

ამაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარასკევს ისაუბრა.

„სამართლებრივად პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან მთავარი საყრდენი სარჩელში იყო სწორედ საბოტაჟი და გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები, რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალაში რჩება - იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:"ნაციონალური მოძრაობა"კოალიცია "ცვლილებისთვის" შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე""ლელო - ძლიერი საქართველო"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გახარიას საქართველოში დაბრუნება და შესაბამისად, მისი დაკავება-არდაკავების საკითი ჩორჩანას საქმეზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ჩორჩანას საქმე თუ არ შეწყდება გახარია არ უნდა დაბრუნდეს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩორჩანას საქმე გაგრძელდება თუ შეწყდება. გახარია თუ დაბრუნდება, ელოდება პატიმრობა, თანაც ალბათ უფრო მძიმე მუხლით, ვიდრე ეს არის მიტინგებში და პროტესტში მონაწილეობა და ა.შ. ამიტომ, ეს პირდაპირ დამოკიდებულია ამაზე. თუ შეწყდება საქმე ჩორჩანასთან დაკავშირებით, გახარიას აქვს საშუალება დაბრუნდეს, თუ არ შეწყდება - ალბათ, არ დაბრუნდება და მგონია, რომ სწორიც იქნება, რადგან ახლა გახარიას ციხეში ჯდომას არანაირი შედეგი არ მოაქვს არც თავად გახარიასთვის, არც მისი გუნდისთვის და არც ქვეყნისთვის. დანარჩენი რა მოგახსენოთ", -განაცხადა ძაბირაძემ.

რამდენად შედის დღეს გახარიას დაკავება „ოცნების" ინტერესში, ამაზე ანალიტიკოსი გვპასუხობს:

„ვფიქრობ, ამას არ აქვს ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა. ხელისუფლებას სურს აჩვენოს თავისი ძალა, რომ არის უკომპრომისო და შეურიგებელი ყველას მიმართ. ამიტომ, თუ ხელისუფლებას გახარიას დაპატიმრება არ აწყობს, ის უბრალოდ შეწყვეტს ჩორჩანას ამ გამოგონილ საქმეს, თუმცა თუ საქმე გაგრძელდება, ესე იგი ხელისუფლება გახარიას პატიმრობაზე წამსვლელია", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე