რეზონანსი
(05.11.2025)

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოუგუმ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივანთა შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ორივე გზას აქვს არსებობის უფლება – ისინი საჭიროა, რათა აზერბაიჯანი დაუკავშირდეს თავის რეგიონებს. გამოჩნდა სატრანსპორტო დერეფნები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისთვის“, – აღნიშნა შოიგუმ.

შოიგუს განცხადებით, დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ წარმოადგენს სამხრეთის პორტების დაკავშირებას ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან, ჩრდილოეთის საზღვაო გზასთან.

„მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ვერც კონკურენციას ვხედავ იმაში, რომ ვიღაც ტვირთებს სხვა გზით გადაზიდავს“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე