რეზონანსი
(06.11.2025)

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„გერმანიის ელჩი თბილისში ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის საქმიანობას ჩვენი სრული მხარდაჭერით გააგრძელებს“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გერმანიამ ფიშერი ოქტომბერში კონსულტაციებისთვის გაიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





