რეზონანსი
(08.11.2025)

მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრისა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის - აშშ-მა უნგრეთს ნავთობსა და გაზზე სანქციებისგან სრული და შეუზღუდავი გათავისუფლება მიანიჭა, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

„მადლიერნი ვართ ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე