რეზონანსი
(09.11.2025)

კრემლის პრესსპიკერის თქმით, არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვულ ცდებს არ ატარებენ. დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ბირთვული ცდების განახლებას გეგმავს, რასაც იმით ხსნის, რომ ამას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც აკეთებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე