რეზონანსი
(10.11.2025)

პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილება. როგორც „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა პროგრამაზე მეტი თანხა გადანაწილდეს.

„დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე, პროპორციულად, უფრო მეტი თანხა გადავანაწილოთ. რა თქმა უნდა, სოციალურ საჭიროებებსა და მსგავს თემებზე ბიუჯეტის, დაახლოებით, ისევ მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა და მმართველი გუნდისთვის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე