
არ გამკვირვებია, რადგან მე თვითონ ვარ მომსწრე სხვა პოზიციიდან, სხვა როლში ეს ადამიანები როგორ უყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზიანებდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს.
მისივე თქმით, დღესაც აგრძელებენ ამ ქმედებას.
„ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას და პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერია მისაღები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



