
საფრანგეთის ახალ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ყოფილი დიპლომატი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ არა-აღმასრულებელი დირექტორი, გელა ბეჟუაშვილიც იმყოფებოდა. ბეჟუაშვილი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
„გაცნობითი შეხვედრა იყო, უბრალოდ, აინტერესებდა საქართველოს მდგომარეობა“, - განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.
„ქრონიკის“ კითხვაზე, რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ბეჟუაშვილმა განაცხადა: „ყველა თემაზე - ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე“. მისივე განცხადებით, შეხვედრა ელჩთან, სახლში შედგა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად, ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში შეხვდა.
მმართველი გუნდის შეფასებით, კითხვებს იწვევს ის, თუ რატომ ჩაატარა ელჩმა შეხვედრა ბინაში ორგანიზაციებთან, რომლებიც „ქართული ოცნების“ თქმით, ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ აქტივობებში არიან მხილებულები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



