რეზონანსი
(11.11.2025)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზo საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე