რეზონანსი
(11.11.2025)

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან აფრინდა და თურქეთში მიფრინავდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კოორდინაციით დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



