რეზონანსი
(11.11.2025)

ჩვენ კარგად ვიცით საფრანგეთის ხელისუფლების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და სანამ ის დამოკიდებულება არ შეიცვლება, საფრანგეთის ახალი ელჩი იქნება თუ ძველი ელჩი, ექნებათ შეხვედრები ბინებში, სარდაფებში და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა საფრანგეთის ახალი ელჩის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ფარულ შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც კი შეიცვლება საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მაშინ იქნება ოფიციალური შეხვედრები საელჩოებში, ყველაფერი იქნება ნათელი და დეკლარირებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა. დეტალები უცნობია. ე.წ. „დიპლომატიური შეხვედრებისთვის” ამჯერად ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი შეირჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე