რეზონანსი
(11.11.2025)

თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყების თანახმად, სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

„თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს", - წერია განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე