რეზონანსი
(12.11.2025)

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია, მისი შესწავლა დაწყებულია“, - განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან ერთად, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მაშველებმა 19 თურქი სამხედროს ცხედარს მიაკვლიეს.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე ვაკვირდებით გამოძიებას. გამოძიებისთვის საჭირო ყველა პირობას უზრუნველყოფთ, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დადგინდეს“, - დასძინა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



