რეზონანსი
(13.11.2025)

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN TÜRK-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების რეპორტიორის ცნობით, „შავი ყუთი“ საქართველოში გადასცეს თურქეთის დელეგაციას და თურქ სამხედროებს, რომლებმაც ის თურქეთში ჩაიტანეს.

მანამდე, გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე