რეზონანსი
(17.11.2025)

ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა.
"მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგირს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილი ამბრუნდა, ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



