რეზონანსი
(17.11.2025)

ბოლო რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მაა,"ვა­ნოს შოუ“ ეთერ­ში ისე გა­დის, რომ ბენ­დი აღარ უკ­რავს. სტუ­დი­ა­ში ბენ­დის წევ­რე­ბი არ სხე­დან. თუ რა ხდე­ბა, სად და რა­ტომ გაქ­რა "ვა­ნოს შოუს" ბენ­დი, ამის გა­სარ­კვე­ვად "ამბები" მის ხელ­მძღვა­ნელს - თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

"ბენ­დი უს­პონ­სო­რო­ბამ გა­აქ­ცია. გარ­და იმი­სა, რომ ხელ­ფა­სე­ბი არ აქვთ და ასე­ვე ინ­სტრუ­მენ­ტებ­საც სჭირ­დე­ბა გახ­მო­ვა­ნე­ბა, - ეს ცალ­კე ხარ­ჯე­ბია. ამ ეტაპ­ზე ამ ყვე­ლა­ფერს ვერ გავ­წვდით, რად­გან სპონ­სო­რე­ბი არ გვყავს. არ­ხიც, ჩვენც, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, ვცდი­ლობთ, სპონ­სო­რე­ბი ვი­პო­ვოთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­დის. თან წლის ბო­ლოა და კომ­პა­ნი­ებს სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­ჯე­ტი გა­ხარ­ჯუ­ლი აქვთ. ისიც არის, რომ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავს იკა­ვე­ბენ.

სტუდიაში სი­ცა­რი­ე­ლეა და ვა­ნოც ამ­ბობს, რომ სტუ­დი­ა­ში თავს კარ­გად ვერ ვგრძნო­ბო... იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ, რომ ახა­ლი წლი­დან "ვა­ნოს შოუც" ეთერ­ში იქ­ნე­ბა და შო­უ­ში ბენ­დი დაბ­რუნ­დე­ბა... მისი წევ­რე­ბი კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან, ზოგი ად­რეც იყო ჩვენ­თან „მთა­ვარ არხზე“ რომ ვი­ყა­ვით, ზოგი ორ­კესტრში უკ­რავს, მა­გა­ლი­თად, "ჩა­სა­ბე­რე­ბი,“ და­ნარ­ჩე­ნე­ბი - სხვა­დას­ხვა ბენ­დებ­ში მუ­შა­ო­ბენ“ - განაცხადა თამუნა ლეკვეიშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე