რეზონანსი
(18.11.2025)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. 

გავრცელებული ცნობით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე