სკანდალი: ეუთოს სპიკერი სიცრუეს უწოდებს თინა ბოკუჩავას განცხადებას, თითქოს ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
რეზონანსი
(19.11.2025)

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერი, ნატ პერი, სიცრუეს უწოდებს თინა ბოკუჩავას განცხადებას, თითქოს ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
"საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 17-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს, ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად", - აღნიშნავს ნატ პერი "ქრონიკის" კითხვის პასუხად.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





