
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ხოდორკოვსკი ორგანიზაცია "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" ერთ-ერთი ლიდერია.
კომიტეტში შედიან პუტინის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას მხარს არ უჭერენ და რუსეთიდან ანტისაომარი განწყობების მქონე ადამიანებს გაქცევაში ეხმარებიან.
ბოლო დღეებში მონიტორინგის სამსახურის სიაში ორგანიზაციის სხვა წევრებიც მოხვდნენ. მიმდინარე წლის ოქტომბერში ФСБ-მ განაცხადა, რომ კომიტეტის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ხოდორკოვსკი რუსი ოლიგარქია, რომელიც 1990-იან წლებში გამდიდრდა. 2003 წელს ის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, 2005 წელს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ წლებში უფლებადამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International მას სინდისის პატიმრად მოიხსენიებდა. დაკავებიდან 10 წელში ხოდორკოვსკი პუტინმა შეიწყალა. მას შემდეგ ბიზნესმენი უცხოეთში ცხოვრობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





