რეზონანსი
(20.11.2025)

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიანიშნა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთთან კონფლიქტის დასასრულებლად, აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადება უნდა მიიღოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წყაროს ცნობით, წინადადებები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც მოიცავდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა ძირითადი პუნქტები მიიღოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





