რეზონანსი
(20.11.2025)

ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო 40-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ჩეხეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, მატარებლებიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრის, მარტინ კუპკას განცხადებით, შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მატარებელმა გაჩერების ნიშანზე შეუჩერებლად გაიარა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





