რეზონანსი
(21.11.2025)

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე გიორგი ჟამერაშვილი და რეზო დუმბაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე დავით მაკარიძემ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000- 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან ხუთი ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





