
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ანი ბებოშვილია. როგორც ირკვევა, ანი პარლამენტის თანამშრომელია, მას კავკასიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
38 წლის მაჭავარიანი საქართველოს მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია.
ლევან მაჭავარიანმა 2007 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი (სპეციალობა ფინანსები), ხოლო 2010 წელს გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამა (პროექტების მენეჯმენტი).[4] 2005 - 2009 წლებში იყო შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ პროექტების მენეჯერი. 2010 - 2011 წლებში - „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო მენეჯერი. 2011 - 2012 წლებში იყო ანალიტიკისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტის უფროსი „დიპლომატ ჯორჯიაში“.
2014 - 2015 წლებში იყო ჰიპერმარკეტი „კარფურის“ ფინანსური მენეჯერი. 2015 წელს მუშაობდა ჰიპერმარკეტი „გუდვილის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ[5] 2015 - 2020 წლებში იყო „დომსონს ენჯინეარინგის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, 2015 - 2021 წლებში კი შპს „სეტანტა ჯორჯიას“ დამფუძნებელი. 2012 - 2017 წლებში იყო „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წევრი. 2017 - 2021 წლებში იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 2021 - დღემდე არის "ქართული ოცნების" რეგიონალური მდივნის მოადგილე/თბილისის ხელმძღვანელი.
მაჭავარიანი არის "სეტანტა ჯორჯიას" 100%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება ანაზღაურებას, საქართველოს პარლამენტიდან ხელფასის სახით მიღებული აქვს 30 970 ლარი, ხოლო "მედია ჰაბი სეილსჰაუსისგან", სადაც ფინანსურ მრჩევლად იყო - 42 604 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, 22000 საქველმოქმედო საქმიანობაში აქვს დახარჯული, ხოლო 22300 საყოფაცხოვრებო ხარჯებად არის მიღიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




