რეზონანსი
(22.11.2025)

ილია თოფურია უფროს შვილს, ჰუგო თოფურიას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ცხოვრების მეგზურო, ჩემო ჰუგიტო. დროის მსვლელობის ყურება და შენი ზრდის ნახვა მავსებს ემოციით და სიამაყით. მიყვარხარ მთელი ჩემი გულით. სამუდამოდ ერთად“, - წერს ილია თოფურია ფოტოებზე.

ილია თოფურიას მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი, პატარა ჯორჯინა თოფურია ჰყავს. ესპანური მედია ილია თოფურიასა და მისი მეუღლის სავარაუდო დაშორებაზე რამდენიმე თვეა წერს. წყვილს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე