რეზონანსი
(22.11.2025)

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.

კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 2.08%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 83.30 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3.551 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთან, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.079 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, ერთი აქციის ფასი 37.60 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.08%-იან ზრდაზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე