რეზონანსი
(24.11.2025)

“მოსახვევში ავტომობილი მოსრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  ისინი თავდაპირველად სხვადასხვა დაზიანებებით ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში.   ყველა მათგანს მძიმე დაჟეჟილობა აქვს მიღებული, ერთს კი მოტეხილობა”,_ გვეუბნება წყარო.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა.

დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

წყარო: გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე