რეზონანსი
(25.11.2025)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. დაშავებული კაცი "გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მეხუთე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე