რეზონანსი
(25.11.2025)

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს დონალდ ტრამპს - შესაძლოა მადლიერების დღის აღნიშვნის დროს - რათა ომის დასრულების პირობებზე ერთობლივი შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს. ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა Axios-ს განუცხადა.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება, რადგან... ეს დაეხმარება პრეზიდენტ ტრამპს, რომ გააგრძელოს მისი ისტორიული მისია ამ ომის დასრულების საქმეში", - აღნიშნა ერმაკმა.
„რადგანაც [ტრამპს] შეუძლია თქვას: „ნახეთ, ეს დადასტურებულია და შეთანხმებულია - ჩვენი პოზიცია უკრაინელებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ახლა ვაგრძელებთ რუსებთან საუბარს", - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





