რეზონანსი
(26.11.2025)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გაგზავნა ესკალაციას გამოიწვევდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ამ საუბარმა დაარწმუნა ის, რომ არ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის Tomahawk-ის გადაცემისთვის, იტყობინება გაზეთი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
პუტინმა სატელეფონო საუბრისას „გაიმეორა თავისი თეზისი, რომ Tomahawk-ები ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის, მაგრამ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ამ ყველაფრით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





