
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. აკაკი ბაბუნაშვილის ოჯახი, სადაც ცხრა მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, ღია ცის ქვეშ დარჩა.
„ოჯახი შედგება ცხრა მცირეწლოვანი ბავშვისგან. თავს დაატყდათ ეს უბედური შემთხვევა - დაეწვათ სახლი, რომელიც სრულად არის განადგურებული და ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ, მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რაც ეცვათ. ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი მხარდაჭერა. ვისაც შეგიძლიათ, თუნდაც მცირედით დაეხმარეთ ტანსაცმლით, რათა ამ ეტაპზე ბავშვები უზრუნველყონ. ასაკი 13 წლიდან 8 თვემდე. ბიჭია ორი: უფროსი - 12 წლის, პატარა - 2 წლის. გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნომერზე: 599 38 08 59 ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში. წინასწარ გიხდით მადლობას“, - წერს ოჯახის ახლობელი, ასმათ გუბელაძე, სოციალურ ქსელში.
წყარო: „ინფო იმერეთი“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





