
მაიამიში გამართულ აშშ–უკრაინის მოლაპარაკებებს ომის შეწყვეტაზე „პროდუქტიული“ უწოდეს, მაგრამ რიგი საკვანძო საკითხები კვლავ გადაუჭრელი დარჩა, - წერს The Wall Street Journal.
ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, განხილვის თემა იყო უკრაინაში ახალი არჩევნების შესაძლო ვადები და ტერიტორიების გაცვლის მოდელი რუსეთისა და უკრაინის შორის. დაუდგენელი რჩება უსაფრთხოების გარანტიების ფორმატი და კითხვები, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარების მოთხოვნას შეეხება.
WSJ-ის ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ორშაბათს რუსეთში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უიტკოფი შესაძლოა პუტინს მომავალ კვირაში შეხვდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





