რეზონანსი
(01.12.2025)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა.

მაკრონის ადმინისტრაციაში მანამდე დააზუსტეს, რომ ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა სამშვიდობო შეთანხმება უნდა ყოფილიყო.

„ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას და სამართლიანი და მყარი მშვიდობის პირობებს. ეს იქნება ჟენევის დისკუსიებისა და ამერიკული გეგმის განხილვის გაგრძელება, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციაში“, - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

„მუშაობა მშვიდობისთვის გრძელდება“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში X ზელენსკის მიღების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე