რეზონანსი
(03.12.2025)

ქიმიური იარაღი ჩვენ არ გვაქვს ნახსენები, მაგრამ ის, რომ გაამყარა რაღაც სიმპტომატიკის მხრივ, ეს შესაძლებელია, - განაცხადა ექიმმა გელა ღუნაშვილმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას. ღუნაშვილის თქმით, მისი კვლევის საფუძველზე BBC ქიმიურ იარაღამდე ვერ მივიდოდა.

„ჩემი კვლევის საფუძველზე BBC ქიმიურ იარაღამდე უშუალოდ ვერ მივიდოდა, არაპირდაპირ შეიძლება მივიდა“, - აღნიშნა გელა ღუნაშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე