რეზონანსი
(03.12.2025)

ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

სადღობელაშვილის განცხადებით, 9 აპრილის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, რამდენადაც მომიტინგეებმა წყალბადის ზეჟანგი დაისხეს, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი. 

„ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა! ეგ კი არა მეორე-მესამე დღეს პარლამენტთან მიტანილ ყვავილებზე დალექილი ეგ ნივთიერებაც გემახსოვრებათ, თვალსაჩინო იყო… რუსთაველს სახანძროები რომ რეცხავდნენ ეგეც გემახსოვრებათ … 

ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს! BBC-ის რესპოდენტები ტყუიან! ჰოდა, თქვენი ფანტაზიორი შუბა დავხიე მე! 

p.s. მომიტინგეებმა დაისხეს სახეზე წყალბადის ზეჟანგი, დეზინფექციის მიზნით, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი!“ - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე