რეზონანსი
(04.12.2025)

თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 

შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვის დედა მაღაზიაში შევიდა, ხოლო 3 წლის ბიჭი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

მცირეწლოვანს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც გადმოსვლა მოახერხა და გზაზე გადარბენას ცდილობდა. მძღოლმა დროული დამუხრუჭება ვერ შეძლო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„-დაშავებული ჩვენს კლინიკაშია შემოყვანილი. ამ ეტაპზე ღია მოტეხილობები არ ფიქსირდება. ბავშვს უტარდება დამატებითი კომპიუტერული კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა.”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყი მობილიზებული. მიმდინარეობს ვითარების დაზუსტება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე