რეზონანსი
(04.12.2025)

მცხეთის ქუჩა N4-თან სანიაღვრე სეპარატორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე, მონტაჟდება 24 ერთეული წვიმმიმღები ჭა და 12 გრძივი მეტრი არასტანდარტული გვერდმიმღები.

შესაბამის სამუშაოებს დედაქალაქის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

სანიაღვრე ქსელის განახლების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე ზედაპირული წყლების შეგუბების პრობლემა მოგვარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე