
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ელდარ ლუკა კურტანიძე დამნაშავედ მხოლოდ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ცნო და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა | გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა და კურტანიძე 3 ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო:
"სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში, სადაც სასჯელის ზომად განუსაზღვრეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის ვადა დაიწყო 27 ივლისიდან, ხუთი თვე მოხდილია უკვე და სადღაც ორი თვის ვადაში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთრების მფლობელობის დარღვევაში და ნივთის დაზიანებაში ცნო უდანაშაულოდ. [დაეკისრა სასარგებლო შრომა] დაეკისრა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ყველაზე მცირე სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა" - თქვა კურტანიძის ადვოკატმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





