რეზონანსი
(06.12.2025)

ლუკა კურტანიძეს შვიდთვიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ის 3 ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, კურტანიძე დამნაშავედ ცნეს ცნობილი ძალადობის ფაქტზე.
პატიმრობის ვადის ათვლა 27 ივლისიდან დაიწყო. კურტანიძეს გამოძიება ყოფილ ცოლზე ძალადობას, ნივთის დაზიანებას, საკუთრების უფლების დარღვევასა და დამცავი ორდერის დარღვევას ედავებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მან 25 ივლისს, ქობულეთში, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





