რეზონანსი
(07.12.2025)

ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადებულ ლობისტურ კონტრაქტებს ეხმაურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ხელშეკრულებაა.

„ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებული კონტრაქტი და მას შემდგომ აგორებული არაერთი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოში მიმდინარე ძალიან კარგი, პოზიტიური პროცესების წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესს ისე კი არ უნდა შევხედოთ, როგორც ერთ-ერთ ლობისტურ პროცესს ან ხელშეკრულებას. ეს არის პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ხელშეკრულება, რომლის მიზანი არის არა პოლიტიკური საქმიანობის წახალისება, არამედ რადიკალიზაციის წახალისება საქართველოში“, - მიიჩნევს მახაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე